თელავის ფესტივალი 2022

 

თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

რომლის დამფუძნებელიც ელისო ვირსალაძეა, 24 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე თელავში (კახეთის რეგიონი) გაიმართება.

გამოჩენილი პიანისტები-ელისო ვირსალაძე და ვიეტნამელი დანგ ტაი შონი,
ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები –
მევიოლინეები სტელა ჩენი( აშშ), ტიმოტი ჩოი (აშშ, კანადა) და ანდრეი ბარანოვი (რუსეთი),
მაყურებლის წინაშე გამოდიან ჩელისტები ალექსეი შადრინი (უკრაინა), ალექსანდრე რუდინი და ალექსანდრე რამმი (რუსეთი).

ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართება პროფესიული მასტერკლასები სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის.
სემინარებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მუსიკოსები ჩაატარებენ.