თვე: მაისი 2018

ოლგა იუსოვა www.belcanto .ru , 10.02.2015   ელისო ვირსალაძემ ნიჟნი ნოვგოროდის ფილარმონიაში რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტების ციკლი გახსნა. ამ კონცერტებში მის გარდა მონაწილეობას მიიღებს ნატალია გუტმანი, რაც სავსებით კანონზომიერია, რადგან ორივე შემსრულებელი მიეკუთვნება იმ მუსიკოსებს, „რიხტერის წრეს“ რომ უწოდებენ. ორივეს რიხტერთან აკავშირებს მრავალი წლის მეგობრობა, ინტენსიური ინტელექტუალური ურთიერთობა, შემოქმედებითი თანამშრომლობა, ერთობლივი გამოსვლები, განცდები […]